აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და თეთრ სახლში მიიწვია.
თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა ხაზი გაუსვა მმართველობის შეუფერხებლად გადაცემის უზრუნველყოფის ვალდებულებასა და ქვეყნის გაერთიანებისთვის მუშაობის მნიშვნელობას.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ხმების დათვლის პროცესი საბოლოოდ ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, ტრამპს ამ მომენტისთვის საარჩევნო კოლეგიის 292 ხმა აქვს მიღებული. არჩევნებში გამარჯვებისთვის 270 ხმაა საჭირო.