წყალდიდობა

აშშ-ში წყალდიდობის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი იძებნება

აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ტენესის შტატში წყალდიდობის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაკარგულია და საძიებო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.  

ამინდის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 24 საათში თითქმის 43 სანტიმეტრის წვიმა მოვიდა, რაც ტენესის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

CNN-ის ცნობით, წყალდიდობამ ათასობით ოჯახი დააზარალა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, დააზიანა ავტომობილები, გზები, ეზოები და კავშირგაბმულობის ანძები. 

შტატების მთავრობის ინფორმაციით, ზარალის ზუსტი შეფასება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

სამი დღის განმავლობაში ქალაქებში კომენდანტის საათიც დაწესდა, სამაშველო სამსახურები მუშაობას განაგრძობენ. 
 

კომენტარები