19 სექტემბერს, მოქალაქეებმა და აქტივისტებმა მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის ხსოვნას პატივი პარლამენტთან მიაგეს.
კესარია სწორედ საკანონმდებლო ორგანოს მიერ ანტი-ლგბტ კანონის მიღებიდან ერთ დღეში მოკლეს.

18 სექტემბერს კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს.
მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 1998 წელს დაბადებული, 26 წლის ბექა ჯაიანი გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





