არჩევნები 2024

მეზვრიშვილი ძლიერ საქართველოზე: არ შეიძლება მერყევი პოზიციები - დღეს ერთი, ხვალ მეორე

მე ასეთ კითხვას დაგისვამთ: როგორ წარმოგიდგენიათ, ორ სერიოზულ პოლიტიკოსს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, ეს ორი ადამიანი მოლაპარაკებას აწარმოებს და როგორ წარმოგიდგენიათ, ამ დროს გიორგი გახარია თანხმობას აცხადებს რაღაცაზე ხელმოწერაზე, იმ ერთობაზე, რომელსაც საზოგადოება ასე ელოდება და ამ დროს გამოდის ნათია მეზვრიშვილი და ამბობს, რომ წინააღმდეგია მამუკა ხაზარაძესთან და ლელოს გუნდთან რაიმე ტიპის გაერთიანების და ნათია მეზვრიშვილსაც უნდა, რომ იქ მივიდეს და მაგიდასთან დაჯდეს მოლაპარაკების...

ეს [თორნიკე ცუცქირიძე] არ იყო მარტო ერთი ლიდერი ამ კოალიციის, აქ იყვნენ კიდევ სხვა ლიდერები, თუ არ ვცდები, ქალბატონი დოლიძეც იყო, რომლებმაც ამ საკითხთან დაკავშირებთ კომენტარები გააკეთეს. რამდენად სერიოზულად წარმოგიდგენიათ შემდგომ ბატონი გახარია გამოვიდეს და თქვას, რომ იცით რა, მე მაქვს კონსენსუსი...

... მხოლოდ ეს არა, იქ იყო გარკვეული ვალდებულებები აღებული ბატონი მამუკას მხრიდან, როგორც ჩემთვის ცნობილია, მას ეს ვალდებულები უნდა შეესრულებინა და ეს უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მოკლე დროში, იმიტომ, რომ 25-26 სექტემბერი არის ბოლო ვადა...

... ისეთი რაღაცები დავთმეთ, რომელიც პარტიის თითოეული წევრისთვის, პარტიის ლიდერებიდან დაწყებული, შუა რგოლის მენეჯმენტით გაგრძელებული, თითოეული რიგითი წევრით დამთავრებული რეგიონულ დონეზე, უმძიმესი იყო. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება... ამ პირობებში ველოდეთ კოალიციის შიგნით კონსენსუსს, რომელიც სამწუხაროდ, ვერ შედგა. თქვენ ნახეთ ეს განცხადებები? [თორნიკე ცუცქირიძის და ანა დოლიძის] მე ხომ არ ვიგონებ ამას, არ შედგა ეს კონსენსუსი... ფაქტია, რომ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ ვართ კოალიციაში ამდენი სუბიექტი, ჩვენ არ დაგვიძახეს საერთოდ, მაგიდასთან საერთოდ არ დაგვსვეს და იცით რა, არ ვართ ჩვენ ამაზე თანახმა.

დღეს რომ ბატონი მამუკა გამოდის და ამბობს, რომ იცით რა, ჩვენ თანახმა ვართ ყველანი, ჩვენ რა გარანტია გვაქვს, მას შემდეგ, რაც მისი კოალიციის წევრებმა ეს განცხადებები გააკეთეს, რომ ხვალ ამხელა მნიშვნელობის თემაში რომ შევალთ, საზოგადოებას რომ კიდევ ფრუსტრაცია არ ექნება, არ შეიძლება, ასეთი მერყევი პოზიციების დაფიქსირება - დღეს ერთი, ხვალ მეორე, ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია... რას ვშვებით, ხვალ რომ გამოვიდნენ, ვერ გააკონტროლა ისევ ბატონმა მამუკამ თავისი კოალიციის წევრები, მოვაწერეთ ყველაფერს ხელი და ხვალ გამოვიდა ისევ ეს ხალხი და თქვა, რომ იცით რა, ჩვენ არა ვართ თანახმა, რას ვაკეთებთ მაშინ?

გიორგი გახარიას გუნდის წევრი ნათია მეზვრიშვილი TV პირველის ეთერში.

პარტიამ გახარია-საქართველოსთვის დღეს, 19 სექტემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ლელოსთან შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, რადგან მეორე მხარემ "შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია."

მალევე, ლელოს წევრებმა თქვეს, რომ ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი იყო და შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მზად იყვნენ.

კომენტარები