გაეროში ირანის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა წერილში განაცხადა, რომ ლიბანში მომხდარი თავდასხმისთვის, რომელშიც ირანის თქმით, მათი ელჩი "სამიზნე" გახდა, ირანი საპასუხო ქმედებებს გადადგამს.
ირანის წარმომადგენელმა დაამატა, რომ "ირანი, საერთაშორისო სამართლის ქვეშ, იტოვებს უფლებას, მიიღოს საჭირო ზომები, რომელსაც პასუხის გაცემა მოითხოვს".
ლიბანში ირანის ელჩი, მოჯთაბა ამანი, ერთ-ერთი იყო იმ 1000-ზე მეტ ადამიანს შორის, რომლებიც ლიბანში პეიჯერების ერთდროული და მასობრივი აფეთქების შედეგად დაშავდნენ. ლიბანში ჰეზბოლას წევრებს გუშინ პეიჯერები, დღეს კი პორტატიული რაციები აუფეთქდათ





