რუსული დამოუკიდებელი გაზეთი Собеседник რამდენიმე თვით აჩერებს მუშაობას. ჟურნალისტის, ელენა მილჩანოვსკას მიხედვით, საქმიანობის დროებით შეჩერების მიზეზი რუსეთის მთავრობის მიერ გაზეთის უცხო ქვეყნის აგენტთა სიაში შეყვანაა.
"ჩვენ ვალდებულები ვართ, შევაჩეროთ Собеседник-ის ყველა პუბლიკაციის ბეჭდვა. ეს არის საბჭოთა კავშირის პირველი ფერადი გაზეთი, რომელიც 1984 წლიდან იბეჭდება, ასევე, რუსეთში დარჩენილი ბოლო დამოუკიდებელი ბეჭდური მედია" – ამბობს მილჩანოვსკა.
რუსეთის იუსტიციის სამინსტრომ გამოცემა "უცხო ქვეყნის აგენტების" სიაში 13 სექტემბერს შეიყვანა. კომპანია გეგმავს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას. Собеседник ერთ-ერთი ბოლო გაზეთია რუსეთში, რომელიც აშუქებს ოპოზოციონერებს და აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას.





