რუსული რეჟიმი

ხაზარაძე ივანიშვილის განცხადებაზე: ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების რუსებისთვის ჩაბარებაა

ბიძინა ივანიშვილმა თავის განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა სრულიად საქართელოს, ჩვენს გმირებს, დაღუპულ მეომრებს.

იგი ესაუბრება კონკრეტულად პუტინს და ეუბნება, რომ ქართველმა ხალხმა დავიწყეთ ომი.

ეს არის კაპიტულაცია, ეს არის ღალატი, ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების ჩაბარება რუსებისთვის და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენება.

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".

კომენტარები