არჩევნები 2024

ხაზარაძე: "რუსულ ოცნებას" გავუშვებთ, აფხაზებთან და ოსებთან ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს

საქართველოში ყველა ომი რუსეთის ხელით დაიწყო!

ბოდიში ჩვენს გმირ ბიჭებთან გვაქვს მოსახდელი, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს! ასევე ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს შვილებს ბიძინას რუსული ხელისუფლების აქამდე ატანისთვის!

26 ოქტომბერს "რუსულ ოცნებას" გავუშვებთ, რის შემდეგაც აფხაზებთან და ოსებთან ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს. 

წერს ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. 

ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ "უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად, რადგან მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". 

კომენტარები