ავღანეთი

ავღანეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა

Sanaullah Saim/AFP/Getty Images

13 სექტემბერს ავღანეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა.

რელიგიური უმცირესობის მიმდევრები ავღანეთში კვლავ ექსტრემისტების სამიზნე გახდნენ. თალიბანის წარმომადგენლის ცნობით, გვიან ღამით შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 14 ადამიანი, დაიჭრა 6. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ავღანური საინფორმაციო არხის Tolonews-ის ცნობით, ინციდენტი ცენტრალური პროვინციების - დაიკუნდისა და ღურის საზღვარზე მოხდა. ამ ტერიტორიაზე, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო პროვინციად ითვლებოდა,  მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა შიიტი მუსლიმია. თავდასხმის მომენტში დაზარალებულები კარბალადან დაბრუნებული მომლოცველების მოსალოცად იყვნენ შეიკრიბილები. ადგილობრივი შიიტები იქ დაახლოებით სამი კვირის წინ მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის, არბაინის აღსანიშნავად გაემგზავრნენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. "ხალიფატის ჯარისკაცებმა" ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს განდგომილთა ჯგუფს. - ნათქვამია ისლამური სახელმწიფოს განცხადებაში.

ისლამში, ისლამის ექსტრემისტული ინტერპრეტაციის მიხედვით, შიიტებს განდგომილ ჯგუფად მიიჩნევიან.

მიუხედავად იმისა, რომ თალიბანი 2021 წლის აგვისტოში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ უსაფრთხოების შენარჩუნების პირობა დადო, ისლამური სახელმწიფო აგრძელებს რეგულარულ თავდასხმებს ავღანეთის ტერიტორიაზე.

კომენტარები