არჩევნები 2024

მდინარაძე: გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი პრეზიდენტი იქნება – ამ კაცს სამშობლო აინტერესებს

აბსოლუტურად შემიძლია, გამოვრიცხო, რომ პრეზიდენტი იყოს [ბიძინა ივანიშვილი] ან ა.შ.

კაცი, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში, თქვა გარკვეული დრო, თარიღი და გავიდა პოლიტიკიდან თავის დროზე და მერე მობრუნება მოუწია - რა თანამდებობა და ბიძინა ივანიშვილი, რაში აინტერესებს საერთოდ?! არ აინტერესებს აბსოლუტურად არანაირი თანამდებობა, დაამტკიცა თავისი მოქმედებით თავის დროზე ამ კაცმა, ხომ?! თავისი სამშობლო აინტერესებს ამ კაცს, თავისი სამშობლო და სიის პირველი ნომერია ყველაზე მთავარი მიზეზით - ამ არჩევნების მნიშვნელობა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ არჩევნების მნიშვნელობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა და გუნდმა გადაწყვიტა, რომ ის იყოს სიის პირველი ნომერი. ამაში არის რეალობაც, ამაში არის პრაქტიკულობაც, ამაში არის საარჩევნო მიზნებიც, ამაში არის მნიშვნელობის მინიჭების მიზნებიც, ამაში არის გარკვეული სიმბოლიზმიც, ამაში არის ხაზგასმაც, ყველაფერი ამაშია.

ეს გამომდინარეობს მნიშვნელობის მინიჭებიდან, რომ ეს არჩევნები არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ის იყოს სიის პირველი ნომერი და უპირველესად მისი თანხმობით, ეს იყო ჩვენი თხოვნაც, რომ ხაზი გაესვას ამ ყველაფერს და იმის მნიშვნელობაც, რომ ახლა ქუდი დავიხუროთ, სახლში დავსხდეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება ვერ მოვიპოვოთ, ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის, მაგრამ ქვეყნის გადარჩენის ინტერესი ემთხვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ინტერესს და აქ უფრო მეტი და მყარი გარანტიაა.

თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

ქართულმა ოცნებამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი დასახელდა.

კომენტარები