არჩევნები 2024

კობახიძე: რომ არა ივანიშვილის გროსმეისტერული უნარი, ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში იქნებოდა

რომ არა ამ ადამიანის გროსმეისტერული უნარი, რომლის წყალობითაც ჩვენმა ქვეყანამ მთელი ამ წლების მანძილზე ბეწვის ხიდზე იარა, რათა მშვიდობა და  დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა, დღეს საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში იქნებოდა. დღეს რომ საქართველო არის დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფო, დღეს რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, დღეს რომ საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, დღეს რომ საქართველოს აქვს მშვიდობა, პირველ რიგში, ეს არის სწორედ ამ ადამიანის დამსახურება.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის წარდგენისას.

კომენტარები