არჩევნები 2024

კობახიძე: პარტიები იკრძალება უკრაინაშიც, ამას ევროკავშირისგან დადებითი შეფასებები აქვს

თქვენ ხედავთ, ერთმანეთის მიყოლებით იკრძალება პარტიები უკრაინაში, მოლდოვაში, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არის დადებითი შეფასებები, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან - ეს არის ჩვეულებრივი პროცესი.

თუ თავისი შინაარსით პოლიტიკური პარტია არის ანტი-სახელმწიფოებრივი და ანტი-კონსტიტუციური, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც კი არის ეს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, რომ ასეთი პოლიტიკური პარტიები არ დარჩნენ პოლიტიკურ სპექტრში.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად.

[...] ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას და ამ შემთხვევაში, საუბარია კრებსით მოძრაობაზე - არ მიეცეს ანტი-სახელმწიფოებრივი საქმიანობის გაგრძელების საშუალება.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ტელევიზია იმედის ეთერში. 

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს მიერ, 20 აგვისტოს გავრცელებული განცხადების მიხედვით, რაც შემდეგ ბიძინა ივანიშვილმაც გაიმეორა მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ შორის იმიტომაც სჭირდება, რომ დააინიცირონ სამართლებრივი პროცესი, "რომლის შედეგადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება". 

კომენტარები