ფინეთი-რუსეთი

ფინეთის მთავრობა უსაფრთხოების დაცვის მიზნით გეგმავს, რუსებს უძრავი ქონების შეძენა აუკრძალოს

ფინეთის დავდაცვის მინისტრი ჰაკანენი

2 სექტემბერს ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა განაცხადა, რომ ფინეთის მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით გეგმავს, რუსეთის მოქალაქეების უმეტესობისათვის სკანდინავიურ ქვეყანაში ქონების შეძენა აკრძალოს.

მეზობელ რუსეთსა და ფინეთს შორის ურთიერთობა 2022 წლიდან დაიძაბა (რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ), რამაც ჰელსინკი აიძულა, NATO-ს სამხედრო ალიანსს შეერთებოდა. 

უძრავი ქონების შესყიდვის აკრძალვა არ შეეხება ორმაგი მოქალაქეობის მქონეებს და ფინეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში მუდმივი საცხოვრებელის მქონე რუსებს. 

"რეგულაციები მიზნად ისახავს ფინეთის წინააღმდეგ შესაძლო მტრული გავლენის თავიდან აცილებას". - თქვა ჰაკანენმა პრესკონფერენციაზე.
მინისტრმა ასევე დეტალების გარეშე აღნიშნა, რომ ფინეთი უკვე ახორციელებს 3500-მდე ქონების მონიტორინგს , რომლებიც დაკავშირებულია რუს მფლობელებთან.

ფინეთმა, რომელიც 1340 კმ საზღვარს იზიარებს რუსეთთან, მანამდე, რუსეთიდან ფინეთში არალეგალური მიგრანტების, ხშირ შემთხვევაში სხვა ქვეყნების მოქალაქეების შედინების, გახშირების გამო საზღვარზე არსებული ყველა გამშვები პუნქტი ჩაკეტა.

კომენტარები