ჩინეთი

ჩინეთში სასკოლო ავტობუსი ხალხის მასას დაეჯახა, დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი

ჩინეთში სასკოლო ავტობუსი ხალხის მასას დაეჯახა, დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა ქალაქ ტაიანში მდებარე სკოლის ჭიშკართან მოხდა - მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც ავტობუსი სკოლის მოსწავლეებს და იქ მყოფ მშობლებს შეეჯახა. 

BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის დაღუპულია სულ მცირე 11 ადამიანი (მათ შორის 6 მშობელი და 5 სკოლის მოსწავლე). 

უბედური შემთხვევისას ასევე დაშავდა სულ მცირე 12 ადამიანი.   

კომენტარები