რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინამ დრონებით ყველაზე მასიური იერიში მიიტანა.
როგორც უწყების ანგარიშში წერია, უკრაინამ 160-ზე მეტი დრონით რუსეთის 15 რეგიონზე მიიტანა იერიში.
ყველზე მეტი დრონი კურსკის (46), ბრიანსკის (34) და ვორონეჟის (28) ოლქებში ჩამოაგდეს. გარდა ამისა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 7 უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის ოლქში გაანადგურა.
ტვერის ოლქში დრონების იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა ელექტროსადგურზე. დაშავებულთა შესახებ ცნობა არ არის.
მოსკოვზე იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა ნავთობბაზაზე. ამის შესახებ ქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.
უკრაინა ოფიციალურად იერიშს არ ადასტურებს, თუმცა უკრაინულ მედიაში ტვერისა ელექტროსადგურსა და მოსკოვის ნავთობბაზაზე მომხდარი ხანძრის დამადასტურებელი ვიდეოები ვრცელდება.
თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ციფრები სიმართლეა, ომის დაწყებიდან დღემდე 1 სექტემბრის ოპერაცია უკრაინის ყველაზე მასიური საჰაერო იერიშია.





