ახალი ზელანდია

"აღარ შემიძლია" – ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი თანამდებობას ტოვებს

ჯასინდა არდერნი

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი, ჯასინდა არდერნი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ავსტრალიის ლეიბორისტული პარტიის ყრილობაზე ისაუბრა.

"ვტოვებ თანამდებობას, რადგან ასეთ პრივილეგირებულ როლს ახლავს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა, იცოდე როდის ხარ შესაბამისი პირი ლიდერობისთვის და ასევე, იცოდე, როდის არ ხარ. ვიცი ამ საქმეს რაც სჭირდება და ვიცი, რომ მეტი აღარ შემიძლია, რომ ეს სამართლიანად გავაკეთო. ასე მარტივადაა საქმე". – თქვა არდერნმა.

არდერნის პრემიერობის ვადა არაუგვიანეს 7 თებერვალს ამოიწურება. ამის შემდეგ ის, წლევანდელ არჩევნდებამდე, კარიერას დეპუტატის სახით გააგრძელებს.

"ადამიანი ვარ. პოლიტიკოსები ადამიანები არიან. ვიღებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია და სადამდეც შეგვიძლია. და შემდეგ დრო მოვა (თანამდებობის დატოვების). ჩემთვის, დრო მოვიდა". – თქვა ახალი ზელანდიის პრემიერმა.

არდერნმა ხაზი გაუსვა, რომ ის თანამდებობას იმიტომ არ ტოვებს, რომ მისმა ლეიბორისტულმა პარტიამ, შესაძლოა, არჩევნები წააგოს და დაამატა, რომ მისი აზრით, ისინი გაიმარჯვებენ. 

არდერნი თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.

კომენტარები