19 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა და შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერმინისტრთან. ვიზიტის მიზანი ღაზაში მიმდინარე ომის შესახებ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საბოლოო დეტალების შეთანხმებაა.
გუშინ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ის აშშ-ს მიერ შემოთავაზებულ საზავო შეთანხმებას მხარს უჭერს. ნეთანიაჰუმ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან შეხვედრა დადებითად შეაფასა.
დღეს იგივე დაადასტურა ენტონი ბლინკენმაც და ჰამასს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მხარი დაუჭიროს შეთანხმებას.
"ახლა ჰამასზე არის დამოკიდებული, გააკეთოს იგივე და შემდეგ, მხარეებმა მედიატორების: აშშ-ს, ეგვიპტისა და კატარის დახმარებით უნდა დაასრულონ ეს პროცესი და შეთანხმდნენ, თუ როგორ მოახდენენ ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას" – თქვა ბლინკენმა.
ჯერჯერობით ჰამასი უარს ამბობს შეთავაზებაზე. თუმცა, 15 აგვისტოს დოჰაში გამართულ მოლაპარაკებებზე ჰამასის წარმომადგენლები აშშ-სა და ისრაელის დამოუკიდებლად შეხვდნენ ეგვიპტელ და კატარელ მედიატორებს ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განსახილველად.