ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

თელ-ავივში ტერაქტის მოწყობის მცდელობაზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო

ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ გუშინ, 18 აგვისტოს, თელ-ავივში ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაზე პასუხისმგებლობა აიღო. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც თვითმკვლელ ტერორისტს ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩანთით გადაჰქონდა. შედეგად ტერორისტი დაიღუპა, ხოლო ერთი გამვლელი მსუბუქად დაიჭრა.

გავრცელებულ განცხადებაში ტერორისტული დაჯგუფება ამბობს, რომ თავდასხმა პალესტინის ისლამურ ჯიჰადთან ერთად მოაწყვეს და იმუქრება, რომ ისრაელის იერიშების საპასუხოდ ისრაელში თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმები გაგრძელდება.

მანამდე, ისრაელის პოლიციამ და შინ ბეთმა განაცხადეს, რომ თელ-ავივში მომხდარი აფეთქების განზრახვა ტერორისტული თავდასხმის მოწყობა იყო.

გამოძიების შედეგად გავრცელებული ერთობლივი განცხადების დასკვნით, "შესაძლოა ითქვას, რომ ეს, ძლიერი ფეთქებადი მოწყობილობის დეტონაციით, ტერორისტული თავდასხმა იყო". ამასთანავე, შინ ბეთის სამსახური ჯერ კიდევ ცდილობს დაღუპული ტერორისტის ვინაობის დადგენას.

კომენტარები