არჩევნები 2024

მელია: ორჯერ მეტნი ვართ ის ადამიანები, ვისაც ქვეყანაში ცვლილებები სურს

მიხარია, რომ კოალიცია ცვლილებისთვის სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს ეიმედება. ეიმედება იმ გუნდის, რომელიც ნომერი 4-ით იასპარეზებს. როგორც არასდროს, მჯერა, რომ გამარჯვება გარდაუვალია. მაგრამ, კიდევ უფრო მიხარია, როცა დღითიდღე რმენით აღსავსე ხალხს ვხედავ. 

დღეს ჩვენ გვჭირდება, ვირწმუნოთ, რომ ეს სახელმწიფო მოქალაქეებს გვეკუთვნის. საქართველოში ორჯერ მეტნი ვართ ის ადამიანები, ვისაც ქვეყანაში ცვლილებები სურს. ხელს რა გვიშლის? სიზარმაცე? - არავითარ შემთხვევაში. ენერგიის ნაკლებობა? - არა. რაოდენობრივადაც მეტი ვართ - მაშასადამე, დარაზმვა და 26 ოქტომბერს ძალიან დიდი სხვაობით გამარჯვება. 

თქვა პარტია ახალისა და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მარტვილში, სადაც კოალიციის ოფისი გაიხსნა. 

კომენტარები