17 აგვისტოს დიდმა ბრიტანეთმა კოსმოსში პირველი სამხედრო თანამგზავრი სახელად Tyche შეიარაღებული ძალების ოპერაციების მხარდასაჭერად, ასევე ბუნებრივი კატასტროფებისა და კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მონიტორინგისთვის გაუშვა. Tyche-ს შეუძლია დედამიწის ზედაპირისთვის ვიდეოებისა და ფოტოების გადაღება.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით,Tyche ასევე მონიტორინგს გაუწევს ბუნებრივ კატასტროფებს, დაეხმარება ანალიტიკოსებს ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებაში და კლიმატის ცვლილების გლობალური გავლენის გაანალიზებაში.
სარეცხი მანქანის ზომის თანამგზავრი შეიქმნა დიდ ბრიტანეთში 22 მილიონი ფუნტის ღირებულების კონტრაქტით, რომელიც მიენიჭა Surrey Satellite Technology Ltd (SSTL). Tyche არის პირველი თანამგზავრი, რომელიც სრულად დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია.
თავდაცვის შესყიდვებისა და მრეწველობის მინისტრის, მარია იგლის თქმით, Tyche უზრუნველყოფს სამხედრო ოპერაციებისთვის აუცილებელი სადაზვერვო მასალის შეგროვებას და ასევე მთავრობას უფრო ფართო ამოცანების შესრულებაში დაეხმარება.