თურქეთი

თურქეთის პარლამენტში გამართულ დებატებზე ჩხუბი მოხდა

DIA Images/AP

16 აგვისტოს თურქეთის პარლამენტში დეპუტატებს შორის ჩხუბი მოხდა.

დაპირისპირების მიზეზი კი ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან თავისი დაპატიმრებული კოლეგის ასამბლეაში დაბრუნების მოთხოვნა გახდა. დაპატიმრებული ოპოზიციონერი, ჯან ათალაი, ანტისამთავრობო პროტესტების ორგანიზების ბრალდებით არის დაკავებული.

ჯან ათალაის 2022 წელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალად ედებოდა 2013 წელს გეზის პარკის საპროტესტო აქციების ორგანიზებით ხელისუფლების დამხობის მცდელობა. ათალაი ბრალდებად უარყოფს.

ბრალდების მიუხედავად, გასული წლის მაისში ათალაი ოპოზიციური პარტიის (TIP) -ის პარლამენტში წარმომადგენლად აირჩიეს. იმის მიუხედავად, რომ პარლამენტმა მას ადგილი ჩამოართვა, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლომ მისი გაძევების მცდელობა ბათილად ცნო.

დაპირისპირების ამსხახველ, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამენ მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) წევრები ოპოზიციური, მუშათა პარტიის (TIP) დეპუტატს ახმეტ სიკას და როგორ უერთდებიან ჩხუბს პარლამენტის სხვა წევრებიც, ზოგი გასაშველებლად. ვიდეოში ასევე ჩანს სპიკერის ტრიბუნაზე დაღვრილი სისხლიც.

"ჩვენ არ გვიკვირს, რომ თქვენ ჯან ათალაის ტერორისტს უწოდებთ, ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერ სხვას, ვინც თქვენ მხარეს არ დგას. თუმცა, ყველაზე დიდი ტერორისტები სინამდვილეში თავად ამ სკამებზე სხედან". - უთხრა სიკმა AKP-ის დეპუტატებს სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ხელჩართული ჩხუბის შემდეგ 45 წუთიანი შესვენება გამოაცხადა.

კომენტარები