თავდასხმა ნიკა მელიაზე

კალაძე მელიაზე თავდასხმაზე: არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფაქტი შიდაპარტიული დაპირისპირებაა

არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფაქტი შიდაპარტიული დაპირისპირებაა. თუ ვნახავთ ამ ადამიანის ოჯახის წევრების პარტიულობას, სად მუშაობენ და რას წარმოადგენენ, ყველაფერი ცხადია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ტიპის სპეკულაციები, რომ ქართული ოცნების დაორგანიზებულია ეს ფაქტი, კატეგორიულად მიუღებელია. დღეს ყველაზე მეტად ვისაც უნდა ქვეყანაში სიმშვიდის შებარჩუნება, მშვიდობის პოლიტიკის გატარება, ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა. სხვა ყველა ერთად აღებული - კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, მომხრე იყო იმისა, რომ ქვეყანა სანქციებს შეერთებოდა, მეორე ფრონტი გაჩენილიყო და ა.შ. მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, საქართველოს ხვალინდელი დღე არ აინტერესებთ. ისინი იმართებიან გარედან და რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმის გამკეთებელი არიან. ქვეყნის, სამშობლოს საწინააღდეგო რომ იყოს, იმაზეც წამსვლელი არიან.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.

11 აგვისტოს, კოალიცია ცვლილებისთვის ოფისის გახსნის შემდეგ ნიკა მელია მედიის შეკითხვებს პასუხობდა, როდესაც მას ე.წ ტიტუშკა თავს დაესხა და ჩაარტყა.

კომენტარები