თავდასხმა ნიკა მელიაზე

კობახიძე მელიაზე თავდასხმაზე: ნებისმიერი ასეთი ინციდენტი არის მიუღებელი

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ინციდენტი არის მიუღებელი. 

ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი აქტებისგან, არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მმართველი ძალისთვის.

ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიაზე თავდასხმის ფაქტს.

გუშინ, 11 აგვისტოს, კოალიცია ცვლილებისთვის ოფისის გახსნის შემდეგ ნიკა მელია მედიის შეკითხვებს პასუხობდა, როდესაც მას ე.წ ტიტუშკა თავს დაესხა და ჩაარტყა.

კომენტარები