ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

CNN: აშშ ისრაელს $3.5 მილიარდი ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკი ისრაელი-ღაზის საზღვარზე, 2024 წლის 14 ივლისი  
AP Photo/Tsafrir Abayov

გამოცემა CNN დაუსახელებელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ისრაელისთვის 3.5 მილიარდი დოლარის ოდენობის გამოყოფას აპირებს, რომლის გამოყენებაც ისრაელს აშშ-ს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად შეეძლება. 

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესმენებს აცნობა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელისთვის 3.5 მილიარდ დოლარს აპრილში მიღებული კანონპროექტით გათვალისწინებული 14.1 მილიარდი დოლარიდან გამოყოფს, რომელიც ისრაელის დამატებით დაფინანსებას ითვალისწინებს.

ამ დახმარებით ისრაელი აშშ-ში დამზადებულ იარაღებს მყისიერად არ მიიღებს, არამედ დაფინანსების გამოყენება იმ სისტემების საყიდლად შეეძლება, რომლებიც ახლა მზადდება და, სავარაუდოდ, რამდენიმე წლის განმავლობაში არ გადაეცემა. 

თუმცა, დამატებითი დაფინანსების კანონპროექტი მილიარდობით დოლარის ღირებულების აღჭურვილობასაც ითვალისწინებს, რომლის გაგზავნაც პენტაგონს საკუთარი მარაგებიდანაც შეუძლია. 

პარალელურად, ბოლო პერიოდში ისრაელმა ბეირუთსა და თეირანში ჰამასისა და ჰეზბოლას არაერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი ან ლიდერი მოკლა, მათ შორის, ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია და ჰეზბოლას უფროსი მეთაური, ფუად შუქრი, საპასუხოდ კი ირანი "დასჯით" იმუქრება

კომენტარები