ბულგარეთის პარლამენტმა 159 ხმით 22-ის წინააღმდეგ ანტი-LGBT კანონპროექტი მიიღო. 12-მა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
განათლების კანონში შეტანილი შესწორება კრძალავს "განათლების სისტემაში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ანდა ბიოლოგიურის გარდა გენდერის იდენტობის პროპაგანდირებას, მხარდაჭერას ან ნებისმიერი გზით, პირდაპირ თუ ირიბად, წახალისებას".
ანტი-LGBT შესწორებაში წერია, რომ "არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია" წინააღმდეგობაში მოდის "საპირისპირო სქესის პიროვნებებს შორის ემოციური, რომანტიკული, სექსუალური ან ხორციელი მიზიდულობის" სამართლებრივ განსაზღვრებასთან.
კანონპროექტის მიღებას ადამიანის უფლებების ჯგუფებისა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა და ბულგარეთში აქციები იმართება.
LGBT უფლებების დამცველმა ჯგუფის, Forbidden Colours-ის განცხადებაში წერია, რომ კანონპროექტი "პირდაპირი იერიშია LGBTIQ+ ინდივიდების, კერძოდ ბავშვების, ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებზე".
"ღრმად შემაშფოთებელია, რომ ბულგარეთი ტაქტიკებს რუსეთის ანტი-ადამიანის უფლებების სახელმძღვანელოდან სესხულობს. ამგვარი ქმედებები არა მხოლოდ რეგრესიულია, არამედ თანასწორობისა და არადისკრიმინაციის ღირებულებებსაც ეწინააღმდეგება, რაზეც ევროკავშირი დგას". - წერია ჯგუფის პრესრელიზში.
Forbidden Colours-ის თქმით, კანონპროექტის ფორმულირება რუსულ და უნგრულ ანტი-LGBT კანონებს ჰგავს, რაც მიუთითებს, რომ ბულგარეთის მთავრობა LGBT პირების ადამიანის უფლებების უკან წაწევას ცდილობს.
კანონპროექტი პარლამენტში პრორუსულმა პარტიამ, აღორძინებამ წარადგინა.





