ბულგარეთი

ბულგარეთში მთავრობის მიერ ინიცირებულ ბიუჯეტის პროექტს, მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა

ბულგარეთის მთავრობის მიერ ინიცირებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს უკავშირდება და მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს, ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

1 დეკემბრის საღამოს დედაქალაქ სოფიაში ათასობით ადამიანი, ბულგარეთის მმართველი კონსერვატიული პარტია GERB-ის და მოძრაობა უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის (DPS) პარტიული ოფისების წინ შეიკრიბნენ - აქციის მონაწილეებმა ბულგარეთის მთავრობა კორუფციის ხელშეწყობაში დაადანაშაულეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. 

როგორც ადგილობრივი მედიები წერენ, ქალაქის ცენტრში 1 დეკემბრის ღამეს 50 000-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებული - პროტესტის კერები გაჩნდა, ასევე პლოვდივში, ვარნაში, ბურგასსა და ბლაგოევგრადში.

ცნობისთვის, პირველი დეკემბრის ღამის შემდეგ ბულგარეთის მმთავრობამ განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტს გაიწვევდა. 

1-ელი დეკემბრის მშვიდობიანი აქცია ღამით არეულობაში გადაიზარდა - დემონსტრანტების ნაწილმა (შავტანსაცმლიანმა და ნიღბიანმა მამაკაცებმა) აალებადი და სხვა სახის საგნები ესროლეს პარტიულ ოფისებს და პოლიციელებს, დააზიანეს ზოგიერთი შენობა და სამართალდამცავების ავტომანქანები - პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ბოლო მონაცემებით, საპროტესტო აქციაზე, ჯამში 70-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები