ბულგარეთი

ბულგარეთში ვადამდელი არჩევნები 19 აპრილს გაიმართება

ილიანა იოტოვა

ბულგარეთში ვადამდელი არჩევნები 19 აპრილს გაიმართება. ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტმა, ილიანა იოტოვამ გაავრცელა. 

აპრილში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბულგარეთში ჩატარებული უკვე მერვე საპარლამენტო არჩევნები იქნება. გასულ კვირაში ბულგარეთის ეროვნული ბანკის მმართველის მოადგილე, ანდრეი გიუროვი დროებითი მთავრობის მეთაურად დაინიშნა, რათა ხელისუფლება მომავალი არჩევნებისთვის მოემზადოს.

2025 წლის დეკემბერში ბულგარეთის წინა მთავრობა ეკონომიკური პოლიტიკის წარუმატებლობისა და კორუფციის წინააღმდეგ გამართული აქციების ფონზე გადადგა. იანვარში თანამდებობა დატოვა ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმაც.

1-ელი იანვრიდან ბულგარეთი ევროზონაში შევიდა. ამას წინ უძღოდა არასტაბილური პოლიტიკური გარემო - პარტიებს უჭირდათ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება.

 

კომენტარები