რუსული რეჟიმი

სარჯველაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე: კალიბრის გათვალისწინებით, დებატების შანსი არ გააჩნია

ინიციატივა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან და დამფუძნებელთან დებატის გამართვასთან დაკავშირებით, ცოტა არასერიოზულად გამოიყურება იმიტომ, რომ რეალურად არც შანსი გააჩნია რაიმე დებატის და მგონია, რომ კალიბრის გათვალისწინებით, სერიოზულად აღსაქმელი ეს განცხადება არ უნდა იყოს.

მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც ფიცი აქვს დადებული, რომ პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა უნდა იდგეს, ის გამოდის ინიციატივით, რომ დებატებში დაუპირისპირდეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს - ეს მისი მხრიდან დაშვებული დიდი შეცდომა იყო, რომელიც არის საკუთარი მოვალეობებისადმი არასწორი დამოკიდებულება.

ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე. 

გუშინ, 5 აგვისტოს, პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.

კომენტარები