გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყანაში ამერიკული რაკეტების განთავსების შეთანხმებას ემხრობა და ამას "საიმედო შემაკავებელს" უწოდებს. მან ამის შესახებ Bild-ში გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპას რუსეთისგან მხოლოდ იმედი ვერ დაიცავს. მისი აზრით, აშშ-ს შორი მანძილის იარაღები საჭიროა რუსეთის მოსაზღვრე NATO-ს წევრი ქვეყნების დასაცავადაც.
"დღეს საგარეო პოლიტის წარმოება ნიშნავს გააზრებას, რომ იმედის პრინციპი ჩვენ პუტინის რუსეთისგან ვერ დაგვიცავს. რაც ჩვენ გვიცავს, უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერაა. მათ მიმართ მხარდაჭერა, ვინც გამბედავად იცავს საკუთარ ქვეყანას. და შესაბამისად უზრუნველვყოფთ, რომ პუტინის სამხედროები უფრო არ მოგვიახლოვდნენ.
ახლა გვიცავს საკუთარ უსაფრთხოებასა და სიძლიერეში ინვესტირება -ევროკავშირში, NATO-ში, გერმანიაში. ეს მოიცავს ამერიკული შორი მანძილის იარაღების სისტემების განთავსებასაც, რადგან ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანდო შემაკავებელი გვჭირდება, რათა ასე მოქცევა ვერ გაგვიბედონ. შემაკავებელი, რომელიც დაიცავს პოლონელებსაც, ბალტიის ქვეყნებსაც და ფინელებსაც - ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრებიან რუსეთს და ბოლო თვეებში იხილეს, როგორ იწვევენ საზღვარზე პრობლემებს ჰიბრიდული ზომების მეშვეობით." – წერს ბერბოკი.
ივლისში, NATO-ს სამიტის პარალელურად, ვაშინგტონი და ბერლინი შეთანხმდნენ, რომ გერმანიაში 2026 წლიდან შორი მანძილის რაკეტებს განათავსებდნენ.
ეს ცივი ომის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება, როცა გერმანიაში შორი მანძილის ამერიკულ რაკეტებს განათავსებენ.
გასულ დღეებში თვეში იმუქრებოდნენ, რომ აშშ-ს რაკეტების ევროპის ტერიტორიაზე განთავსების პოტენციური მსხვერპლი შესაძლოა სწორედ ევროპული სახელმწიფოების დედაქალაქები გახდეს.