ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ტერორისტული დაჯგუფების, ისლამური ჯიჰადის იარაღის წარმოების ხელმძღვანელის მოადგილე მოჰამედ ალ-ჯაბარი მოკლეს.
ისრაელის ძალების ცნობით, ისლამური ჯიჰადის იარაღის წარმოების უფროსის მოადგილე მიზნობრივი სადაზვერვო ოპერაციის დროს, 2 აგვისტოს დილით მოკლეს.
პალესტინელი მოჰამედ ალ-ჯაბარი ჩრდილოეთ ღაზაში ისლამური ჯიჰადასითვის იარაღის წარმოების ინფრასტრუქტურას აფინანსებდა.
ალ-ჯაბარი ასევე პასუხისმგებელი იყო ორგანიზაციის ტერორისტებისთვის ხელფასებისა და სახსრების განაწილებაზე. ის ასევე აქტიურად მონაწილეობდა დაჯგუფების სარაკეტო წარმოების შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის მცდელობებში.
IDF-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპერაციის ჩატარებისას გადაიდგა ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად "ზუსტი საბრძოლო მასალის, მეთვალყურეობისა და დამატებითი დაზვერვის" გამოყენებით.