ვენესუელა

ვენესუელის არჩევნებთან დაკავშირებით EU-ს ერთობლივ განცხადებას უნგრეთმა ვეტო დაადო

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას უნგრეთმა ვეტო დაადო.

გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვენესუალაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადების გავრცელება სურდათ, რათა გამოეხატათ შეშფოთება ხმების დათვლასა და არჩევნების შედეგთან დაკავშირებით.

უნგრეთის მხრიდან ვეტოს დადების შემდეგ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განცხადება საკუთარი სახელით გაავრცელა.

"შედეგები, რომელიც ოპოზიციამ საზოგადოებას მიაწოდა, ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული შედეგებისგან რადიკალურად განსხვავებულია. სანამ არჩევნების მონაცემები არ გასაჯაროვდება და არ გადამოწმდება, არჩევნების უკვე გამოცხადებული შედეგების აღიარებუა შეუძლებელია". - აღნიშნავს ბორელი განცხადებაში.


ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ საპრეზიდენტო არჩევნები, საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგებით, ისევ მოიგო

ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეცაა, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მთავარმა მეტოქემ, ედმუნდო გონზალეზმა მოიპოვა. 

ვენესუელას ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია, ხოლო ოპოზიციის კანდიდატმა გონზალეზმა სინამდვილეში ხმათა 70% მოიპოვა და გამარჯვებულიც სწორედ ისაა.

კომენტარები