ჩვენ ვიყურებით წინ და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამისთვის უკვე შეჯერებულია შეთანხმება ჩინურ კომპანიასთან. უკვე შერჩეულია შესაბამისი კომპანია და ძალიან მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები.
ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ ჩაგდებული პროექტი რეალურად განხორციელდეს. გარდა ამისა, სახელმწიფოს ინტერესები იქნება მაქსიმალურად დაცული ანაკლიის პორტის მშენებლობის დროს. მათ შორის ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სახელმწიფო იტოვებს წილის 51%-ს.
ეს ნიშნავს იმას, რომ სტრატეგიული კუთხით ჩვენი ინტერესები ბოლომდე იქნება გათვალისწინებული,
რაც ვერ გააკეთეს ხაზარაძე-ჯაფარიძემ, იმას აუცილებლად გააკეთებს ქართული სახელმწიფო.





