უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა

უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით საფრანგეთში მკურნალობდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურები.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მებრძოლი სპარტაკ ლეკიაშვილია, რომელიც გასულ წელს ბახმუტში დაიჭრა.

კომენტარები