უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია დაიღუპნენ

უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ორი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა. ინ­ფორ­მა­ცი­ა თავდაპირველად უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნა­დი­რა­ძემ გაავ­რცე­ლა.

"სამწუხაროდ ორი ქართველი,ორი მაგარი მეომარი დავკარგეთ გუშინ

დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია.

ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე.

დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს" - წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაცია ტაბულას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.

კომენტარები