უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დემეტრე დარჩია დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, დემეტრე დარჩია დაიღუპა. ინფორმაციას ქართული ლეგიონი ავრცელებს.

ქართული ლეგიონის ცნობით, დემეტრე დარჩია მოწინააღმდეგის დივერსიული იერიშის შედეგად დაიღუპა.

ლეგიონის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინის შესაბამისი სამსახურები ფაქტის შესახებ გამოძიებას აწარმოებენ.

გთავაზობთ სრულ განცხადებას:

"დღეს ქართული ლეგიონის ბაზაზე მოხდა დივერსიული აქტი , რის შედეგადაც დეტონაციაში მოვიდა ასაფეთქებელი მოწყობილობა რომელიც შემოტანილი იყო გაურკვეველი პირის მიერ ამ შემთხვევამ გამოიწვია ჩვენი მებრძოლის დემეტრე დარჩიას დაღუპვა.

აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კარგად დაგეგმილ ქმედებას, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის დღეს, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება.

შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ გამოძიებას. ამ ეტაპზე სხვა დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის.

ქართული ლეგიონის თითოეული მებრძოლი პატივს მიაგებს დემეტრე დარჩიას ხსოვნას.

ვუსამძიმრებთ ოჯახს და ნათესავებს"

კომენტარები