რუსული კანონი

ღარიბაშვილი სანქციებზე: ჩემს შვილზე ნუ ინერვიულებთ

არასერიოზულ შეკითხვებს მისვამთ, უკვე დავიღალე... 

ჩემს შვილზე ნუ ინერვიულებთ.

ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ პირად სანქციებთან დაკავშირებულ შეკითხვას. სანქციების კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ კარგად მიხედავს თავის ოჯახს.

აშშ-მ რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა.  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებული იმ პირების სია, ვისაც სანქციები დაუწესდებათ.

კომენტარები