ჩვენ ის გვეხმარება, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. საქართველოს ნაკრების მიზანი იყო, გამოცდილება მიგვეღო. საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მაშინვე ევროპის ჩემპიონატს მოვიგებთ.
პორტუგალიასთან ამბიცია გვექნება, რომ რაღაც კარგად გავაკეთოთ. ვეცდებით, ძალები მოვიკრიბოთ და ამ მატჩს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. იმედია, ძალებს აღვიდგენთ და კარგად ვითამაშებთ.





