ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

აშშ-ს დროშის დაწვა და პროჰამასური შეძახილები – როგორ ჩაიარა აქციამ ნეთანიაჰუს გამოსვლისას

აშშ-ს კონგრესში ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლის პარალელურად, კაპიტოლიუმის შენობის მიმდებარედ ათასობით დემონსტრანტმა საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა აშშ-ში ნეთანიაჰუს ვიზიტი დაგმეს და პალესტინის "გათავისუფლების" შეძახილებით გამოდიოდნენ. აქციაზე ასევე ისმოდა პროჰამასური შეძახილებიც.

ამასთანავე, ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ ხსნიან მომიტინგეები ამერიკის დროშებს და როგორ აღმართავენ მათ ნაცვლად პალესტინის დროშებს. მოგვიანებით მათ აშშ-ს დროშები და ნეთანიაჰუს კარიკატურული ფიგურა დაწვეს.

ერთ-ერთ ვიდეოში ასევე ჩანს, რომ აქციის მონაწილე ქრისტეფორე კოლუმბის სახელობის შადრევანზე "ჰამასი მოდის" წერს, რასაც თან ახლავს დანარჩენი დემონსტრანტების შეძახილი: "ალ-კასიმ [ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის სამხედრო ფრთა], სიამაყე გვაგრძნობინე, კიდევ ერთი ჯარისკაცი მოკალი".

საპროტესტო აქციებზე პოლიციამ ჯამში 9 პირი დააკავა, მათ შორის ოთხი - პოლიციელზე თავდასხმის საბაბით.

კომენტარები