2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

ის ტრამპის კლონია – ბაიდენი ტრამპის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატზე, ჯეი დი ვენსზე

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპსა და მისი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულ ჯეი დი ვენსს შორის ვერანაირ სხვაობას ვერ ხედავს. 

ამის შესახებ მან საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლას ვეგასში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ის ტრამპის კლონია საკითხებზე, ამიტომ ვერანაირ სხვაობას ვერ ვხედავ". - თქვა ბაიდენმა. 

მანამდე, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის მხრიდან ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად სენატორი ჯეი დი ვენსი დაასახელა.

39 წლის ჯეიმს დევიდ ვენსი ოჰაიოს შტატის რესპუბლიკელი სენატორია. აღნიშნულ თანამდებობას ვენსი 2023 წლიდან იკავებს.

თავის მხრივ, ბაიდენმა არაერთხელ თქვა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს და რბოლას არ გამოეთიშება. 

კომენტარები