ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 11 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 11 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლამის, პეტრე ბაგრატიონის, ნინო და კალისტრატე სალიების, სიღნაღის, პაატა სააკაძის, ბერიაშვილის, გრანელის, დავითაშვილის, ხრამჰესის და მირიანაშვილის ქუჩების   მოსახლეობას.    

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, გიორგი გეგეჭკორის, ედიშერ მაღალაშვილის, ირინე სხირტლაძის, კალისტრატე ქუთათელაძის, ოთარ ჩხეიძის, ყაზბეგის, მიხეილ თამარაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, პეტრე ქავთარაძის და გაბაშვილის ქუჩების  მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გაბაშვილის, მიხეილ თამარაშვილის, პეტრიწის და ვასო გოძიაშვილის  ქუჩების  მოსახლეობას.    

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები