ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 9 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 9 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის(ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის, მეფე მირიანის, ვეფხისტყაოსნის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ფარნავაზ მეფის და ასი ათასი მოწამის ქუჩების მოსახლეობას.    

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ვახტანგ ნინუას, თორნიკე ერისთავის და ზაირა კიკვიძის ქუჩების მოსახლეობას.  

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები