სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებული სოფელი ბალთას მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
განცხადების მიხედვით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე უწყებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი" გაააქტიურა, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
"ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას". - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.