ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გაეროსთან დაკავშირებული ჯგუფის ანგარიშით, ღაზაში შიმშილობა არ არის, თუმცა რისკები რჩება

სამხედრო თვითმფრინავი ღაზის სექტორში, რაფასა და ხან იუნისის თავზე, ჰუმანიტარულ დახმარებას ყრის, 27 თებერვალი, 2024
Said Khatib/AFP/Getty Images

გაეროსთან დაკავშირებული კვების უსაფრთხოების ფაზების ინტეგრირებული კლასიფიკაციის (IPC) ორგანიზაციის ახალი ანგარიშით, ამ დროისთვის ღაზის სექტორში შიმშილობა არ არსებობს. 18 მარტს გავრცელებულ ანგარიშში IPC წერდა, რომ ღაზის სექტორში შიმშილი გარდაუვალია და ორგანიზაცია ვარაუდობდა, რომ შიმშილის საფრთხე ღაზის მოსახლეობას მომდევნო ორ თვეში დაატყდებოდა თავს.

ახალი მონაცემებით ირკვევა, რომ IPC-ის დაშვებები იმაზე, თუ რა რაოდენობის სურსათი შევიდოდა ღაზის სექტორში, არასწორი აღმოჩნდა. ბოლო თვეების მანძილზე ღაზის მოსახლეობისთვის მიწოდებული სურსათის რაოდენობა შემცირების ნაცვლად, გაიზარდა.

შესაბამისად, ანგარიშის დასკვნით, "ამ ფონზე, არსებული მონაცემები არ მიანიშნებენ, რომ ამჟამად შიმშილობა მიმდინარეობს". ამის მიუხედავად, ახალ ანგარიშში ასევე წერია, რომ ამ დროისთვის "მთლიანად ღაზის სექტორში შიმშილობის მაღალი და სტაბილური საფრთხე არსებობს". ანგარიშის მიხედვით, აპრილსა და მაისში სურსათის უკმარისობასთან დაკავშირებით ვითარების გაუმჯობესებამ "თვითკმარობა არ უნდა გამოიწვიოს".

18 მარტს გავრცელებულ ანგარიშში ეწერა, რომ "კატასტროფული შიმშილის" საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანების რიცხვი 1.1 მილიონს შეადგენდა, ხოლო IPC ვარაუდობდა, რომ ღაზაში შიმშილი "2024 წლის მარტის შუა რიცხვებიდან 2024 წლის მაისამდე" შუალედში დაიწყებოდა.

მარტის თვეში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ "ღაზაში ჩვენ უკვე შიმშილის ზღვარზე აღარ ვართ. ჩვენ შიმშილობის ვითარებაში ვართ... შიმშილობას ომის იარაღად იყენებენ. ისრაელი შიმშილობას პროვოცირებს".

ამას გარდა, ისრაელის მიმართ ღაზაში სურსათთან დაკავშირებით უსაფრთხოების არარსებობის, შიმშილობისა და საკვების უკმარისობის ბრალდებები სისხლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) ისრაელის წინააღმდეგ გენოციდზე წარდგენილ საქმეში ერთ-ერთ უმთავრეს როლს თამაშობდნენ.

ICC-ის პროკურორმა, კარიმ ხანმა მაისის თვეში ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანთი პალესტინელების წინააღმდეგ შიმშილის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი ბრალდებით, ისრაელი შიმშილის მეშვეობით პალესტინელი მოსახლეობის "მოსპობას" ცდილობდა.

კვების უსაფრთხოების ფაზების ინტეგრირებული კლასიფიკაციის (IPC) მრავალი სააგენტოსგან შემდგარი ინიციატივაა, რომელიც სურსათთან დაკავშირებით არარსებული უსაფრთხოების შეფასების სტანდარტიზებულ ჩარჩოს უზრუნველყოფს. IPC გაეროსთან არის დაკავშირებული და მისი რამდენიმე სააგენტოს, მათ შორის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP), პარტნიორია.

კომენტარები