ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელის თავდასხმას ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიას და ემსხვერპლა

AP Photo/Vahid Salemi

ისრაელის საჰაერო თავდასხმას ღაზის სექტორში ჰამასის ლიდერის ისმაილ ჰანიას და ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალებს აღნიშნულ თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია

როგორც ცნობილია, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზაში იერიში მიიტანეს ორ სკოლაზე, სადაც მათი ინფორმაციით, 7 ოქტომბრის თავდასხმის მონაწილე ტერორისტები იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ამ იერიშს ისმაილ ჰანიას და და მისი 9 ნათესავიც ემსხვერპლა. 

ჰამასის ინფორმაციით, ამ თავდასხმას სულ 10 ადამიანი ემსხვერპლა. ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი ისმაილ ჰანია ამჟამად კატარში, დოჰაში ცხოვრობს. 2024 წლის დასაწყისში ისმაილ ჰანიას ერთ-ერთი და, რომელიც ისრაელში ცხოვრობს ჰამასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები