როცა გამოდიხარ და ამბობ, რომ 25-დან 34 ადამიანამდე დავასანქცირეთო, ეს დიდი აბსურდი და სისულელეა. ან 25 პირი დაასანქცირე, ან 34. ან არცერთი და ამის მერე - შემოგხედავთ და თუ დამჭირდა, რომელიც არ მომეწონებით, იმას დაგასანქცირებთო. ოქეი, თუ ასე არასერიოზულად იქცევიან, მოიქცნენ, ეგრე გააგრძელონ.
ერთი ადამიანი ამბობს, შეტყობინება გაიგზავნაო და ადრესატს, ვისაც უნდა მისვლოდა, არ მისვლია. ესე იგი, არ გაგზავნილა. ეტყობა, ცხენებით გამოუშვეს და 2 კვირაში, გემიდან ცხენი რომ გადმოვა და ბათუმიდან თბილისამდე ჩამოაღწევს, მერე მოვა. მეილზე შეტყობინება არავის მისვლია.





