აზერბაიჯანი

ბაქოში დამნაშავის დაკავებისას 4 ადამიანი დაიღუპა

Sputnik.az

აზერბაიჯანის დედაქალაქში მრავალჯერ ნასამართლები როვშან ალაჰვერდიევის დაკავებისას 4 ადამიანი დაიღუპა.

დაკავების მცდელობისას ალაჰვერდიევმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 3 პოლიციელი და 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

"არაერთხელ ნასამართლებმა და ძებნაში მყოფმა როვშან ალაჰვერდიევმა პოლიციის თანამშრომლებს დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. მან საპასუხო ცეცხლისგან თავის არიდების მიზნით, ცოცხალ ფარად საკუთარი ოჯახის წევრი გამოიყენა". – წერია აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ალაჰვერდიევი პოლიციის თანამშრომლებმა საპასუხო ცეცხლით მოკლეს.

კომენტარები