მოლდოვა-ევროკავშირი

მოლდოვამ EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების განკარგულებას ხელი მოაწერა

Maia Sandu / X

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხელი მოაწერა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების განკარგულებას. ინფორმაციას მოლდოვის პრეზიდენტი X-ზე ავრცელებს

"დღეს მე ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ევროკავშირის წევრობა ჩვენი გზაა მშვიდობისკენ, კეთილდღეობისკენ და ჩვენი მოქალაქეების უკეთესი ცხოვრებისკენ.

წარმატებას ვუსურვებ ჩვენს დელეგაციას, რადგან ისინი მომავალ კვირას ლუქსემბურგში ოფიციალურად დაიწყებენ მოლაპარაკებებს". - წერს მაია სანდუ X-ზე. 

კომენტარები