რუსეთ-უკრაინის 2022-2024 წლის ომი

პოლტავას ოლქში რუსეთის იერიშის შედეგად ელექტრომომარაგება შეწყდა, დაშავდა 12 ადამიანი

Filip Pronin/Handout via REUTERS

17 ივნისს უკრაინაში პოლტავას ოლქში რუსეთის მორიგი საჰაერო თავდასხმის შედეგად ელექტრომომარაგება შეწყდა. დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი.

ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ფილიპ პრონინი ამბობს, რომ ელექტროენერგიის გადამცემი კაბელების დაზიანების გამო ელექტროენერგია 55 000-ზე მეტ მომხმარებელს აღარ მიეწოდება.

წყაროს ცნობით, დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები