ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი მოხალისე უკრაინაში დაიღუპა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან რუსეთის მხარეს მოხალისედ მებრძოლი, რუსტამ ტაბუევი, უკრაინის ომში დაიღუპა. ინფორმაციას ჟურნალისტი არზუ მამედოვა ავრცელებს.

ტაბუევს, რომელიც 36 წლის იყო, 2 შვილი დარჩა. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია.

რუსეთის მხარეს უკრაინასთან ომში საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ათასზე მეტი მცხოვრები იბრძვის. ღია წყაროებზე დაყრდნობით არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე 40-მდე მათგანია დაღუპული.

კომენტარები