უკრაინელმა მოფარიკავემ საქართველოს სახელით მოასპარეზე რუს მეტოქეს ხელი არ ჩამოართვა

X

შვეიცარიის ქალაქ ბაზელში გამართულ ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატზე უკრაინელმა მოფარიკავე ოლენა კრივიცკაიამ საქართველოს სახელით გამოსულ მაია გუჩმაზოვას ხელის ჩამორთმევაზე უარი უთხრა.

გუჩმაზოვამ ოპონენტის საქციელზე უკმაყოფილება გამოთქვა, მისი თქმით, მათ აქამდე, წლების განმავლობაში, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ.

მაია გუჩმაზოვა წარმოშობით ვლადიკავკაზიდანაა (ჩრდილოეთ ოსეთი) და საქართველოს ნაკრებში 2017 წლიდან ასპარეზობს.

"სახელმწიფოს ხარჯებით შვეიცარიაში ფარიკაობის მსგავს შეჯიბრებებში სიარულის ნაცვლად, აიღონ იარაღი და წავიდნენ სამშობლოს დასაცავად" - თქვა გუჩმაზოვამ.

გუჩმაზოვას თქმით, უკრაინელ სპორტსმენებს სხვა მონაწილეებთან ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმის უფლება ეძლევათ. "მე რომ გამეკეთებინა იგივე, დისკვალიფიცირებული ვიქნებოდი". - თქვა მან.

უკრაინელმა მოფარიკავემ ანგარიშით 15-9 გაიმარჯვა.

კომენტარები